weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დესტაბილიზაციის მცდელობა ოპოზიციას ძალიან მძიმედ დაუმთავრდება – გოგიჩაიშვილი

11:41 პარასკევი, 30 ნოემბერი 2018

„ნებისმიერი კანონდარღვევა იქნება უმკაცრესად დასჯილი და შესაბამისად, არავინ აპირებს ამათ არაჯანსაღ გამოხტომებს შეეგუოს“, – განაცხადა პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „ძალა ერთობაშიას“ მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს შეუძლიათ გამოვიდნენ და აქციები კანონის ფარგლებში ჩაატარონ, თუმცა, „იმის იქით მათი მიზნები და სურვილები ვერ წავა“.

„ნებისმიერი მცდელობა პროვოკაციის, ნებისმიერი მცდელობა დესტაბილიზაციის, ნებისმიერი მცდელობა კანონის დარღვევის ძალიან მძიმედ დაუმთავრდებათ მათ ლიდერებს“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გუშინ, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მისივე თქმით, კვირას, 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია მშვიდობიან აქციას გამართავს, რადგან ეს არის ერთ-ერთი გზა, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების ხმა გაიგოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]